უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუს ოკუპანტებს “ჩაუკეტეს” კიდევ ერთი ხიდი, რომლის საშუალებითაც მათ დროებით ოკუპირებულ ხერსონისკენ ტექნიკა გადაჰყავდათ. ამის შესახებ დეპუტატი სერგეი ხლანი აცხადებს და აკონკრეტებს, რომ საუბარია სარკინიგზო ხიდზე.
სერგეი ხლანის ინფორმაციით, ამ ხიდზე გადასვლა უკვე შეუძლებელია.
“ანტონოვსკის სარკინიგზო ხიდზე გადასვლა რუსული ტექნიკისთვის უკვე შეუძლებელია. მადლობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს!” – წერს ხლანი.
ინტერნეტში თანამგზავრით გადაღებული ფოტოც გავცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ხიდი დაზიანებულია.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინელებმა დაბომბეს ანტონოვსკის ხიდი, რომლის გარეშეც ოკუპანტები ვერ მარაგდებიან.
ამავე თემაზე: “ანტონოვსკის ხიდის აფეთქებით, რუსებს ლოჯისტიკური და სატრანსპორტო გზები მოვუჭერით” – ბუტრიმი