გასულ ღამეს უკრაინელებმა დაბომბეს ანტონოვსკის ხიდი, რომლის გარეშეც ოკუპანტები ვერ მარაგდებიან. ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, დმიტრი ბუტრიმის განცხადებით, ხიდი არ ჩამონგრეულა, თუმცა, ისეთი დაზიანებები მიადგა, რომ მასზე გადაადგილება შეუძლებელია.
ბუტრიმის თქმით, შედეგად, რუსებს ლოჯისტიკური და სატრანსპორტო გზები მოეჭრათ.
“ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი სიზუსტის დარტყმები მიიტანეს ხერსონში, ანტონობსკის ხიდზე. ხიდი არ ჩამონგრეულა, თუმცა, ისეა დაზიანებული, რომ მასზე გადაადგილება შეუძლებელია. ამით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების ლოჯისტიკური და სატრანსპორტო გზები გაანადგურეს. გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად აღვადგენთ ხიდზე სატრანსპორტო კავშირებს. ის, რაც ნამდვილად არ დაექვემდებარება აღდგენას, ოკუპანტების და ადგილობრივი კოლაბორაციონისტების ფანტაზიებია “რუსული ხერსონის” შესახებ”, – ამბობს დმიტრი ბუტრიმი.