საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის – ამის შესახებ imedinews-ის ცნობით, სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გადაცემა “ქრონიკაში“ განაცხადა.
“მიზეზი მისი სიცოცხლის შენარჩუნება, გადარჩენა გახდა. აქედან გამომდინარე, სხვა ყველა საკითხი, მათ შორის პოლიტიკაც, მოიხსნა და საერთოდ მიდის ქართული პოლიტიკიდან, არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობიდან“. ახლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას და არა – პოლიტიკის“, – მოჰყავს ადვოკატის სიტყვები “იმედი ნიუსს”.