ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაშავებული პარაპლანისტი საუნივერსიტეტო კლინიკაშია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

დღეს, გუდაურში დაშავებული პარაპლანისტი, ვარდნისას მიღებული დაზიანებებით საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

მას ფეხები აქვს მოტეხილი, თუმცა არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღეს, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა, შედეგად 1 უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა. მეორე პარაპლანისტი კი, მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს.

 

იტვირთბა....