“დამირეკა, ერთ საათში უნდა ჩამოვფრინდე და დამხვდიო” – გმირი პილოტის, ზაზა ლორიას მეუღლე პირველ კომენტარს “ტვ პირველთან” აკეთებს.
გუდაურში მომხდარი ტრაგედიისას ვერტმფრენის პილოტი ზაზა ლორია გარდაიცვალა. იგი 35 წელი პილოტი იყო, მან უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
შეგახსენებთ, გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბორტზე სულ 8 ადამიანი იყო. მათ შორის, ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

