საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“ქვეყანაში უმძიმესი წუთებია!
სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს!
გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა!”- წერს სალომე ზურაბიშვილი.

