უცხოელი ტურისტი, რომლის საშველადაც გუდაურში, სამაშველო ოპერაცია ტარდებოდა გარდაცვლილია. – ამის შესახებ შს მინისტრმა განაცხადა.
“იცით, რომ [ბორტზე] 6 ადამიანი იყო ჩვენი თანამშრომელი, 2 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი. ძალიან ცუდი უბედური შემთხვევა მოხდა. კადრებიც გავრცელდა. ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა მისი ვარდნა. მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ექსპერტები იმუშავებენ მართვის დაკარგვის მიზეზის დასადგენად“, – განაცხადა გომელაურმა.
გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფომრაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია. ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

