შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური გუდაურში მომხდარ ტრაგედისთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევისას 8 ადამიანი გარდაიცვალა და დაშავებულია 1.
“მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, შსს- ს 6 და სასწრაფოს 2 მედიკოსი იყო… კადრიც გავრცელდა ვერტმფრენმა დაკარგა კონტოლი , ექსპერტები იმუშავებენ რამ გამოიწვია ვერტმფრენის წყობიდან გამოსვლა. გარდაცვლილია 8 ადამიანი და დაშავებულია 1 ადამიანი. პარაპლანის ფრენები დიდი პრობლემაა, კვირა არ გავა, რომ მსგავის შემთხვევა არ მოხდეს უნდა ვიმუშაოთ რეგულაციის გამკაცრებაზე ან აკრძალვაზე. უნდა გაჩერდეს პარაპლანებით ფრენა და გაიცეს ლიცენზია რომ შეჩერდეს პარაპლანით ფრენა.” – განაცხადა შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

