შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური გუდაურში მომხდარ ტრაგედისთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევისას 8 ადამიანი გარდაიცვალა და დაშავებულია 1.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, სანამ მოკვლევა მიმდიანრეობს პარაპლანებით ფრენა უნდა გაჩერდეს.
“მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, შსს- ს 6 და სასწრაფოს 2 მედიკოსი იყო… კადრიც გავრცელდა ვერტმფრენმა დაკარგა კონტოლი , ექსპერტები იმუშავებენ რამ გამოიწვია ვერტმფრენის წყობიდან გამოსვლა. გარდაცვლილია 8 ადამიანი და დაშავებულია 1. პარაპლანის ფრენები დიდი პრობლემაა, კვირა არ გავა, რომ მსგავის შემთხვევა არ მოხდეს უნდა ვიმუშაოთ რეგულაციის გამკაცრებაზე ან აკრძალვაზე. უნდა გაჩერდეს პარაპლანებით ფრენა და გაიცეს ლიცენზია, რომ შეჩერდეს პარაპლანით ფრენა.” – განაცხადა შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

