პარაპლანის პილოტი, რომელიც დღეს ტურისტთან ერთად გუდაურში ჩამოვარდა, იმ პირის ძმაა, რომელიც 16 ივლისს იმ პარაპლანს მართავდა, რომელიც ხევში ჩავარდა. მაშინ შემთხვევას არაბი ტურისტი ემსხვერპლა. – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
მედია იუწყება, რომ ტურისტი, რომელიც დღეს პარაპლანით სარგებლობდა, დაიღუპა. ვერტმფრენი კი, რომელიც მოგვიანებით ჩამოვარდა და აფეთქდა, სწორედ მისი ცხედრის ამოსაყვანად და დაშავებული პილოტის დასახმარებლად მიდიოდა.
შეგახსენებთ, გუდაურში – ჩამოვარდა სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა. სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენში, 2 პილოტთან ერთად რამდენიმე მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა, საუბარია 8-9 ადამიანზე.

