ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

“ოკუპანტებს ცხვირწინ ხიდი აუფეთქა და გაიქცა” – 29 წლის გმირის ისტორია უკრაინიდან

უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform უკრაინელი გმირის, 79-ე სადესანტო-საჰაერო დანაყოფის ოცეულის უფროსი სერჟანტის, 29 წლის ოლეგ მოროზის შესახებ წერს, რომელიც სლავიანსკთან დაიღუპა.

ჯარში მსახურების პარალელურად, ის აგრარულ უნივერსიტეტში აპირებდა სწავლას, თუმცა, მის გეგმებს ხელი 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრმა შეუშალა.

“გამთენიისას, 04:00 საათზე ძლიერმა აფეთქებებმა გაგვაღვიძა, მიწა ზანზარებდა და ყველაფერი გუგუნებდა, ცა ნათდებოდა აფეთქებებისგან… სწრაფად წავედით თავშესაფრისკენ. რუსები საარტილერიო თავდასხმის შემდეგ ტანკებითა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებით დაიძრნენ და უკრაინელების პოზიციებში შეჭრა სცადეს, თუმცა, ჩვენმა ნაწილებმა მოახერხეს პოზიციების დაკავება და დამპყრობლებს საპასუხო ცეცხლით შეხვდნენ. ყველანი მივხვდით, რომ ეს იყო არა მორიგი პროვოკაცია, არამედ რუსული არმიის ღია შემოჭრის დასაწყისი” – იხსენებს ოლეგის თანამებრძოლი, დიმიტრი.

მისი მონაყოლის მიხედვით, როდესაც დაღამდა, ოლეგი საჭეს მიუჯდა, ფარები გამორთო და შეეცადა, ხიდამდე შეუმჩნევლად მისულიყო. თუმცა, რუსებმა სატვირთო ავტომობილი შენიშნეს და მას ცეცხლი გაუხსნეს.

“ხიდზე გადავიდა, მანქანიდან გადახტა, თხრილისკენ გაიქცა და ბუჩქებში მიმალულმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა”, – იხსნენებს დიმიტრი.

ძლიერმა აფეთქებამ ხიდი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ოლეგმა კი დაკვამლიანებით ისარგებლა და  უვნებლად დაუბრუნდა საკუთარ დანაყოფს. მისი გმირული მანევრის შედეგად, უკრაინელმა მედესანტეებმა ოკუპანტების წინსვლის შეკავება შეძლეს და ძირითად შემადგენლობას ახალ პოზიციებზე თავდაცვის მოსამზადებლად დამატებითი დრო მისცეს.

2022 წლის 10 მარტს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოცეულის უფროს სერჟანტ ოლეგ მოროზს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.

 

 

 

იტვირთბა....