ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლაგოდეხის მერია I სართულზე საპირფარეშოების აკრძალვაზე: II სართულზე ჩვეულებრივადაა… არავის არაფერი დაუკეტავს

ლაგოდეხის მერიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებისთვის I სართულის საპირფარეშოები არ გადაუკეტავთ.

როგორც “მეტრონომს” მერიაში განუცხადეს, საპირფარეშოები, უბრალოდ, გაფუჭებულია და მიმდინარეობს მათი შეკეთება.

“ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ინფორმაცია არასწორია. ნამდვილად გაფუჭებული და დაზიანებულია პირველი სართულის საპირფარეშოები, თუმცა აკრძალვები გამორიცხულია. მიმდინარეობს სამუშაოები. პირველ რიგში, როცა ამბობს [მთავარი არხი] საპირფარეშოები დაუკეტეს თანამშრომლებს… მეორე სართულზე ჩვეულებრივადაა საპირფარეშო და არავის არაფერი დაუკეტია, აქედან გამომდინარე, ეს არის დეზინფორმაცია”, – ამბობენ მერიაში.

ცნობისთვის, ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა მერიის თანამშრომლებს პირველ სართულზე განთავსებული საპირფარეშოთი სარგებლობა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

იტვირთბა....