ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლაგოდეხის მერმა თანამშრომლებს I სართულის საპირფარეშო დაუკეტა

ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა მერიის თანამშრომლებს პირველ სართულზე განთავსებული საპირფარეშოთი სარგებლობა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

არსებული ცნობით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ, მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უნიტაზში საყოფაცხოვრებო ნარჩენი ჩაყარა, რის გამოც, მილი მწყობრიდან გამოვიდა.

როგორც “მთავარი არხი” წერს, მდივნიშვილმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ მანამ კონკრეტული ადამიანი მის წინაშე ბოდიშს არ მოიხდიდა, სველი წერტილით სარგებლობა თანამშრომლებს მეორე სართულზე მოუწევთდათ – პირველი სართულის საპირფარეშო კი ჩაკეტა.

იტვირთბა....