გორის სამხედროს ჰოსპიტალში ე.წ. ღორის გრიპით ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ადასტურებს. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე H1N1-ის ვირუსით 12 სამხედროა ინფიცირებული.
როგორც ცნობილია ჯარისკაცი გარდაცვალებამდე გორის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.