ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ვერეშჩუკი დონეცკის მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა დონეცკის მცხოვრებლებს უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციისკენ მოუწოდა.

როგორც ვერეშჩუკის განცხადებაშია აღნიშნული, თუ მოქალაქეები დონეცკს სწრაფად არ დატოვებენ, შესაძლოა, ელექტროენერგიის, წყლისა და კომუნიკაციების გარეშე დარჩნენ.

“მივმართავ დონეცკის ოლქის მაცხოვრებლებს, თუ არ განხორციელდება დროული ევაკუაცია, შეიძლება აღმოჩნდეთ ელექტროენერგიის, წყლის, გათბობის და კომუნიკაციების გარეშე, მედიკამენტებისა და საკვების გარეშე, დაბომბვის ქვეშ. საკუთარ თავს და თქვენ ახლობლებს სასიკვდილო საფრთხეში აყენებთ, ამის საჭიროება არ არსებობს. დატოვეთ ტერიტორია დროულად”, – ნათქვამია ვერეშჩუკის განცხადებაში.

იტვირთბა....