ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მისი შვილები ცოცხლები არიან, მაგრამ მე ის ერთადერთი ვაჟი აღარ მყავს – მაჩალიკაშვილი გოგაშვილზე

“ციხეშია, უკვე იცის შვილების მონატრება, მისი შვილები ცოცხლები არიან, მაგრამ მე ის ერთადერთი ვაჟი აღარ მყავს… აქ დაფიქრდეს, რას ნიშნავს შვილის მონატრება და სიყვარული” –  ასე მიმართა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს  სოსო გოგაშვილს

“აქედან მივმართავ. დღეს ის ციხეშია. მან იცის უკვე შვილის მონატრება რა არის, შვილის მონატრება. ის საუბრობს თავის პეტრეზე და უკვე იცის მან, შვილის მონატრება რა არის. ის ცოცხალია. მისი შვილები ცოცხლები არიან, მე ის ერთი ვაჟი მყავდა და ის არ მყავს. აქ დაფიქრდეს, რას ნიშნავს უკვე შვილის მონატრება, რას ნიშნავს შვილის სიყვარული… და ისაუბროს თემირლანის ნაწილზე თუ მას შერჩენია პატარა კაცობა მაინც.

ის ხო იძახდა, ერთ-ერთი განცხადებაა მისი გაკეთებული მე ვაჟკაცობით მას არ ჩამოვუვარდები, ის თუ ვაინახია, მე ქიზიყელი ვარ. როგორც ის მიწოდებს, მე თერლოევი, არ ვარ ქართული გვარის ღირსი, მე საპასუხო არაფერი არ მაქვს მისთვის. წაქცეული კაცისთვის ფეხის დაბიჯებას არ დავიწყებ. მე ქართული გვარი მაქვს და საქართველოში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ვამაყობ ამით. მაგრამ, თვითონ როგორც იძახდა, მას თუ შერჩენია ვაჟკაცობა, ისაუბროს სიმართლე თემირლანის ნაწილში.

ისე ტყუილები კი არა, როგორც მან გააკეთა განცხადება, ჩატაევი დაუკავშირდა თემირლანს თბილისში, თბილისიდან მისი შვილი თემირლანი დაუკავშირდა ვახას, რომ ის შემოდის. აი ეს იყო ტყუილი, რამაც მთელი საქართველოს ნახევარზე მეტი საზოგადოება ამ საქმეში დააჯერა. ეს იყო დიდი ტყუილი. ასეთი ინფორმაცია მას ბევრი აქვს გავრცელებული, მოინანიოს ის ტყუილები და ისაუბროს თემირლანის ნაწილზე სიმართლე. აქედან მოვუწოდებ მას, – ამბობს მაჩალიკაშვილი”მთავარი არხის” ეთერში .

იტვირთბა....