ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ივნისში საქართველოში 135 ათასზე მეტი რუსი შემოვიდა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი ყოველთვიურად იზრდება და ივნისში ბოლო ორი წლის მაქსიმუმს მიაღწია.

შსს-ს მონაცემებით, მხოლოდ ივნისში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 135 457-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 340%-ით მაღალი მაჩვენებელია.

ივნისის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის სტატისტიკაში პირველ პოზიციაზეა, შემდეგ მოდის სომხეთი, თურქეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, უკრაინა და ყაზახეთი.

იტვირთბა....