ახალი ამბები მთავარი ციტატა

ოქიტაშვილი: ელჩი [დეგნანი] უნდა შეხვდეს ქართველ ხალხს, მან უნდა იცოდეს რა ხდება

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართ. ოქიტაშვილი წერილში  ამბობს, რომ მზად არის ქართველ ხალხს სათავეში ჩაუდგეს და დაარწმუნოს როგორ არ უნდა ჩაერთოს საქართველო ამ  ომში.
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტს, ღია წერილის განმარტება ვთხოვეთ.
ოქიტაშვილის “მეტრონომთან” საუბარში ამბობს, რომ ელჩის და ომის პატიის “ნაცმოძრაობის”განცხადებები ემთხვევა და გამოთქვამს მზაობას, რომ თუ ელჩისგან მზაობა იქნება საზოგადოებას მასთან შეხვედრა სურს.
“პოსტში არ იყო საუბარი ომში ჩართვაზე აქ იყო საუბარი, იმაზე რომ ელჩი იძახდა, დიდი ხანია არ მინახავსო[ივანიშვილი]. მე ვარ რიგითი ქართველი და რიგითი კულტურაში მოღვაწე ადამიანი. ის უნდა შეხვდეს ქართველ ხალხს, საზოგადოებას.  ელჩმა უნდა იცოდეს რა ხდება… მისი განცხადებები რატომღაც ემთხვევა იმას, რასაც აკეთებს ომის პარტია “ნაცმოძრობა”. მგონი სააკაშვილიც მიხვდა, რომ უნდა გაემიჯნოს ამ პარტიას. ესენი კი  ყველაფერს აკეთებენ, რომ ომში ჩაითრიონ საქართველო. მე გამოვთქვამს მზაობას თუ მზაობა იქნება აშშ-ის ელჩიდან, რომ საზოგადოება მას შევხვდეთ. რატომ დასჭირდა ელჩს იმის თქმა, რომ ივანიშვილს არ შეხვედრია? მე მინდა აქედან გამომდინარე ჩემია აზრი დავაფიქსირო და მე ეს კითხვა დავსვი.”- განაცხადა ოქიტაშვილმა.
იტვირთბა....