თეა არის ძალიან კარგი მინისტრი და მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს მასთან ურთიერთობა. – ასე აფასებს კულტურის მინისტრის მუშაობას საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას.
ინტერვიუში ოქიტაშვილი გვეუბნება, რომ თეა წულუკიანს კულტურის სამინისტროში ისეთი მდგომარეობა დახვდა, რომ სხვანაირად ის ვერ მოიქცეოდა.
“ბევრს მისი დამოკიდებულება არ მოსწონს, თეას კულტურის სამინისტროში ისეთი მდგომარეობა დახვდა, რომ სხვანაირად ის ვერ მოიქცეოდა. რატომ ებრძვიან ქალბატონ თეას? იმიტომ, რომ ოთახებიდან და კაბინეტებიდან ვიღაცებმა ნახატები გაზიდეს. ჩემი მხარდაჭერა მას და ბედნიერი ვარ, რომ მისი მეგობარი ვარ. კულტურა განახლებას საჭიროებს. არავინ არავინ პოლიტიკური ნიშნით ეს ადამიანი გადაწყვეტილებებს არ იღებს. ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არასწორად დაატოვებინეს სამსახური მიმართონ სასამართლოს. კულტურის სამინისტროდან არავინ ძალით და ჯინით გამოშვებული არ ყოფილა.”- განაცხადა ოქიტაშვილმა.

