მღვდელი ტვ მონიტორინგის ჟურნალისტს, რომელსაც სასულიერო პირის მიერ, მიტაცებული მიწები აქვს გადაღებული დაწყევლით ემუქრება.
“თქვენ გიხარიათ, რომ ტელევიზიაში მუშაობთ, მაგრამ ჩემთვის სამარცხვინოა, გადით აქედან სანამ ჯვარს გადაგსახავდეთ დადაგღუპავდეთ.” – ამბობს სასულიერო პირი ჟურნალისტის მიერ გადაღებულ ვიდეოში.
შეგახსენებთ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში სასულიერო პირებმა სოფლის საძოვრები შემოიღობეს და ლობიო მოიყვანეს.
საინფორმაციო საშუალების ცნობით, მღვდლებმა ადგილობრივებს საძოვრებიდან საქონლის გარეკვა მოსთხოვეს, რადგან, მათი განცხადებით, მიწები ეკლესიის საკუთრება იყო.

