საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილი, ედუარდ სააკაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგად არ არის.
მისი თქმით, სანამ ის კლინიკა ” ვივამედშია” სიკვდილის საფრთხე არ ემუქრება.
“მამაჩემი ამ თვეში ორიჯერ ვნახე, იმედი მქონდა, რომ მისი მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა, ფერმკრთალობა, უენერგიობა, ჩემთვის აშკარაა რომ ის კარგად არ არის… მე როდესაც შევედი გადასხმებს იკეთებდა, ცუდი სანახავია ეს, მაგრამ სანამ ის ვივამდედშია სიკვდილის საფრთხე არ დგას… ეს არის ის მინიმუმი რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისთვის.” – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

