ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

წულუკიანი – მინისტრები და მათ შორის მეც, ივანიშვილს არა თუ სამი საათით, სამი წუთით არ შევხვედრივართ

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გუნდს დაუტოვა ის საქმეები საკეთებლად, რასაც მანამდე თვითონ ხელმძღვანელობდა, მინისტრები და მათ შორის მეც, არა თუ სამი საათი, სამი წუთით არ შევხვედრივართ ივანიშვილს და უცნაურია, რომ ასეთი შეხვედრებს მავანი ითხოვს.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკური პროცესიდან გავიდა, არაერთი ოპონენტი და პარტნიორიც გამომცდელ კითხვას გვისვამს ხოლმე – როდის ნახეთ ბოლოს ივანიშვილი? უცნაურია, როდესაც ასეთ კითხვას უსვამ მინისტრს და ამ დროს შენ თვითონ ითხოვ შეხვედრას იმავე პირთან.

 

განაცხადა ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

იტვირთბა....