ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ბრძოლაში, უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

ბახმუტთან გამართულ ბრძოლებში, კიევის ჟურნალისტი, წარმოშობით ჩერნიგოვის რეგიონიდან ალექსანდრე სავოჩენკო გარდაიცვალა. – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბახმუტთან უკრაინისთვის გამართულ ბრძოლებში დაიღუპა ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე სავოჩენკო პოლესკიდან, 1986 წელს დაბადებული, 25 თებერვალს, რუსული მტრის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, ის მოხალისედ წავიდა უკრაინის დასაცავად“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ომამდე ალექსანდრე მუშაობდა კიევში, ჯერ STB-ში, მოგვიანებით საინფორმაციო სააგენტო France Press-ში და მოგვიანებით Suspіlny-ში. ის აკეთებდა ანალიტიკურ ისტორიებს, კერძოდ, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე. ცხოვრობდა ბროვარში.

დამცველმა დატოვა ცოლი და მშობლები, უფროსი ძმა ვიქტორი და ბებია.

ალექსანდრეს დაკრძალვა მის მშობლიურ სოფელში – პოლესკიში გაიმართება.

შეგახსნებთ, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, ქალაქი ბახმუტში სასტუმრო დაბომბეს. 2-სართულიანი შენობა მთლიანად განადგურდა.
იტვირთბა....