ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიალური იმპერიული ძალაა – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთი ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიალური იმპერიული ძალაა.

„რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა. ეს არის ტერიტორიული ომი, რომელიც გვეგონა, რომ ევროპული კონტინენტიდან გაქრა. ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისის, მე-19 საუკუნის ომი. რუსეთი არის ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიალური იმპერიული ძალა, რომელმაც მეზობელ ქვეყანაში შეჭრა გადაწყვიტა“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....