ახალი ამბები ბიზნესი მსოფლიო

“კრედიტ სუისის” აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

“კრედიტ სუისის” აღმასრულებელმა დირექტორმა, თომას გოტშტაინმა თანამდებობა დატოვა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ბანკი გარკვეული შიდა ცვლილებებისთვის ემზადება, რაც კლიენტებისა და მეწილეების მომსახურებას გააუმჯობესებს.

როგორც მედია წერს, მან ეს გადაწყვეტილება ბანკის მიერ მასიური წაგებისა და არაერთი სასამართლო დავის ფონზე მიიღო.

ბანკის განცხადებით, მან იზარალა 1.593 მილიარდი შვეიცარიული ფრანკით (1.66 მლრდ აშშ დოლარი).

გოტსტაინმა განაცხადა, რომ მეორე კვარტლის შედეგები „სამწუხაროა“ და ბანკის ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვნი გავლენა იქონია „არაერთმა საგარეო ფაქტორმა, მათ შორის, გეოპოლიტიკურმა, მაკროეკონომიკურმა და საბაზრო რყევებმა“.

ცნობილია, რომ 1-ელი აგვისტოდან მას ულრიხ კიორნერი ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ „კრედიტ სუისთან“ რამდენიმე სასამართლო აქვს საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსაც – ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.

იტვირთბა....