აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანის სიღრმეში, ისრაელის მიერ ამჟამად დაკავებული ხუთი პოსტის მიღმა, ჯარები განალაგეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ჯარისკაცები გაძლიერებული თავდაცვითი პოზიციის ფარგლებში სასაზღვრო ზონის მახლობლად რამდენიმე წერტილში არიან განლაგებულნი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მუშაობენ ჩრდილოეთ ისრაელის მცხოვრებლებისთვის „უსაფრთხოების დამატებითი ფენის“ შექმნაზე.

„ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰეზბოლას“ ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს, რათა აღმოფხვრას საფრთხეები და თავიდან აიცილოს ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევის მცდელობები“, – აცხადებენ თავდაცვის ძალებში.

იტვირთბა....