ახალი ამბები პოლიტიკა

გახარია: აი, საიდან სადამდე – საკუთარი პერსონალური ინტერესებით ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით, ასე იმსხვრევა მითები

აი, საიდან სადამდე – საკუთარი პერსონალური ინტერესებით ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით, ასე იმსხვრევა მითები, – ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს.

„აი, საიდან სადამდე. სამწუხაროა ეს ყველაფერი. საკუთარი პერსონალური ინტერესებით ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით და ასე იმსხვრევა მითები საერთოდ“, – აცხადებს გახარია.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, რომელშიც რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

იტვირთბა....