მსოფლიო

დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება, რომელიც 3 წლის წინ ჩელიაბინსკში ჩამოვარდნილ მეტეორიტზე კიდევ უფრო დიდია, – ამის შესახებ ინფორმაციას NASA-ს ერთ-ერთი ლაბორატორია ავრცელებს.

მეცნიერთა შეფასებით, ციური სხეულის დიამეტრი 30 მეტრია და ატმოსფეროში შემოსვლის შემთხვევაში, შეჯახება ორჯერ ძლიერი იქნება, ვიდრე ჩელიაბინსკის მეტეორიტის შემთხვევაში.

დედამიწასთან ყველაზე ახლო მანძილზე, 17 ათას კილომეტრზე ასტეროიდი 5 მარტს ჩაიფრენს. ამ ასტეროიდმა დედამიწას ორი წლის წინ 2 მილიონი კილომეტრის დისტანციაზე უკვე აუარა გვერდი.

ამ ეტაპზე მეცნიერებს უჭირთ ასტეროიდის ტრაექტორიის დადგენა, თუმცა დედამიწასთან შეჯახება მოსალოდნელი არ არის.

ჩელიაბინსკში მეტეორიტი 2013 წლის 15 თებერვალს ჩამოვარდა. ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ, ციური სხეული ნაწილობრივ დაიწვა. შეჯახების შედეგად, ჩელიაბინსკში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგი დაფიქსირდა.

მომზადებულია „პირველი არხის“ მიხედვით

იტვირთბა....