ახალი ამბები სამართალი

ავარიას ცხინვალ-ჯავის გზაზე 31 წლის კაცი ემსხვერპლა – დაშავებულია ბავშვი

ავარიას ცხინვალი-ჯავის გზაზე მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 31 წლის მამაკაცი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

მისივე ცნობით, მამასთან ერთად მგზავრობდა 6 წლის ასაკის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“შემთხვევა სოფელ გუფთასთან დღეს დილით მოხდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტროგადამცემი ხაზის ბოძს შეეჯახა”, – წერს მედია.

იტვირთბა....