ახალი ამბები პოლიტიკა

“ივანიშვილის წერილში 2 მნიშვნელოვანია მომენტია” – თალაკვაძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის წერილში მოცემულია პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც ბოლო პერიოდში არაერთხელ დაისვა.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორი პატრიოტია ივანიშვილი საკუთარი ქვეყნის.

“წერილში არის 2 მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის პასუხები იმ კითხვებზე ივანიშვილის მხრიდან, რომელიც ბოლო პერიოდში არაერთხელ იყო დასმული და წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ როგორი პატრიოტია ივანიშვილი თავისი ქვეყნის.

ის პირდაპირ და გამჭვირვალედ ამბობს სიმართლეს, ეს ყოველთვის იყო მისი ხელწერა, როდესაც პოლიტიკაში გახლდათ და ახლაც, როდესაც გასულია მისი ხელწერა იგივე რჩება. დღეს სულ მცირე სიმართლეც კი ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხი პოლიტიკაში უკეთ ერკვევა და ხედავს, რომ ქვეყანა კერპთაყვანისმცემლობით კი არ უნდა იმართებოდეს, არამედ ისე, როგორც “ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა”, – აცხადებს თალაკვაძე “პალიტრანიუსის” ეთერში.

იტვირთბა....