ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყინწვისში მღვდელმა 1 ჰექტარი ფართობის საძოვრები შემოიღიბა და ლობიო დათესა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში მღვდელმა 1 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთზე არსებული საძოვრები შემოიღობა, სადაც ამჟამად ლობიო აქვს დათესილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია “მოზაიკა” ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, ამის გამო, საქონელი საბალახოდ სოფლისგან მოშორებით დაგვყავთ. მათივე თქმით, ასეთი ვითარება სოფელში 5-6 თვეა გრძელდება.

“ლობიო დათესა ისე, რომ სოფლის მავხოვრებლებისთვის არაფერი უკითხავს. როდესაც ხალხმა მივაკითხეთ, მღვდელმა ასეთი პასუხი გაგვცა, წელს ლობიო დავთესე, მოსავალს ხომ არ გავაფუჭებ, მომავალ წელს დაგიბრუნებთ მიწასო”, – ამბობენ ადგილობრივები.

მათი თქმით, ამ ფაქტს სოფელში რამდენჯერმე კონფლიქტი მოჰყვა.

“გუშინაც, მენახირეს საქონელი გაექცა შემოღობილი საძოვრისკენ და მღვდელმა ერთი ამბავი დააღწია, ჩხუბი მოუვიდათ”, – ამბობენ სოფელში.

იტვირთბა....