ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

📽Video “რას გაჩუმებულხართ? – თქვენს შვილებს “ბუშლატებს” და რუსულ ჩექმებს ჩააცმევენ და გაუშვებენ” – აკია ბარბაქაძე

[su_quote]ყოველ დღე ახალ ცირკს შემოგვთავაზებენ, ყოველ დღე ახალ ცინიკურ განცხადებას გააკეთებენ, რომ დრო გაიყვანონ. ეს არის ამათი ამოცანა –  დრო გაჰყავთ და ამზადებენ საქართველოს რუსეთისთვის ჩასაბარებლად, აი იმ საშინელი პუტინისთვის ჩასაბარებლად და მერე, ვიღაცებს რომ ჰგონიათ რომ ომს გაცილებენ, ომს კი არ გაცილებენ ესენი, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს გამოიყვანენ, ჯერ ხომ რუსული ზეთი შემოაქვთ, მერე რუსულ “ბუშლატებსაც” შემოიტანენ, რუსულ ჩექმებს ჩაცმევენ ჩვენს შვილებს და გაუშვებენ, კადიროვის “ატრიადებს” დაუყენებენ, რომ რამე იყოს და გამოქცევა დააპირონ ამათმა, უკნიდან ესროლონ და ჩახოცონ. აი ამას გაგიმზადებთ ეს მშვიდობის სახელით მოქმედი მოროზოვების მთელი ლეგიონი… გამოდიან და იძახიან მოროზოვებიო და ისინიც გაჩუმებულან, ვინც ჩამოგთვალათ [კობახიძემ] და გითხრათ, რომ ვაჭრები ხართო – რა ევაჭრეთ ამათ? თუ ფული გაქვთ აღებული გაჩუმდით და გადით პოლიტიკიდან და თუ არაგაქვთ, რატომ “აბლატავებთ” ამათ? რას გაჩუმებულხართ სულ ყველანი?[/su_quote]

ამბობს ექსპერტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე “მთავარი არხის” ეთერში.

იტვირთბა....