[su_quote]დღეს გაირკვა სინამდვილეში რამ გააცოფა გუშინ კობახიძე. როგორც ვხედავთ, მას არც მამა აღელვებდა, არც მამული. დუჟი, რომელსაც ის ახსენებს, თავად სდის და სდის ერთადერთი რამის გამო – არ დაუშვას დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში. უარესად გახლიჩოს და დააპირისპიროს საზოგადოება რომ როგორმე საქართველო საბოლოოდ დააშოროს დასავლეთს, ამოაგდოს ისტორიის დინებიდან და რუსეთის იმპერიის რიყეზე საფართხალოდ გასწიროს. დღეს აქტუალური არააა რას აკეთებდა მამამისი თუ მამიდამისი, დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კობახიძის და მისი მსგავსების — კაგებეს ბინძური დირექტივების დღევანდელი შემსრულებლების ხელისუფლებიდან სასწრაფოდ ჩამოშორება, ვიდრე არ მოუსწრიათ და უფსკრულში არ გადავუჩეხივართ. არახამიას, რომელმაც კობახიძის მამის მისამართით თქვა ის, რაც თქვა, მინდა ვუთხრა რომ ამ გადასახედიდან ირაკლი კობახიძის მამა შვილთან შედარებით უმანკო კრავად გამოიყურება. კაგებეს იშვიათად თუ ჰყოლია აქ ასეთი აღვირახსნილი და შუბლისძარღგაწყვეტილი ემისარი[/su_quote]
“კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ… სირცხვილია, სახე დაკარგეთ… ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…”
დღეს კი ირაკლი კობახიძემ Facebook-ზე ამ თემის ირგვლივ განცხადება გაავრცელა და ჟურნალისტები, მათ შორის ინგა გრიგოლია და გიორგი თარგამაძე “ცნობილ მოვაჭრეებად” და “პატარა ქალებად და კაცებად მოიხსენია და პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილიც გააკრიტიკა.
“მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი”, – წერს კობახიძე.