ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლატარია ზურაბიშვილს: რატომ არ მომტყდა ის ხელი, თქვენ რომ შემოგხაზეთ

“რატომ არ მომტყდა ის ხელი, თქვენ რომ შემოგხაზეთ”, – ასე ეხმაურება ეკონომისტი ირაკლი ლატარია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლითაც მან “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტის მისამართით გამოთქმულ შეფასებები დაგმო.

ცნობისთვის, კობახიძეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა – “კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“, რაზეც კობახიძემ უპასუხა:

“კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ… სირცხვილია, სახე დაკარგეთ… ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…”

იტვირთბა....