ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე ჰარცელზე: ეჭირა ისეთი პოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს

[su_quote]როდესაც გარკვეული მოლაპარაკებები წარიმართებოდა, მას ყოველთვის ეჭირა ისეთი პოზიცია, რომელიც, პირდაპირ ვიტყვი, ეწინააღმდეგებოდა არა ხელისუფლების და მმართველი გუნდის, არამედ, სახელმწიფოს ინტერესებს. ეს პირდაპირ ჩანდა მისი გამონათქვამებიდან დახურულ სივრცეში. საჯარო სივრცეშიც იყო გარკვეული განცხადებები, მაგრამ განსაკუთრებით კულისებში. ის გამოირჩეოდა ისეთი განცხადებებით, რომლებიც აჩვენებდა უდიერ დამოკიდებულებას სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიმართ და ჩვენ გვიწევდა ჩვენი სახელმწიფოს ღირსების დაცვა მის წინააღმდეგ. დეტალებს არ გავშლი, მაგრამ ეს ხდებოდა არაერთგზის და არა ორგზის –  ძალიან ბევრჯერ გვქონდა ასეთი შემთხვევა. ვუთხარი ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომ ის სინამდვილეში მოქმედებდა არა როგორც დიპლომატი, არამედ როგორც პოლიტიკოსი[/su_quote]                                                           ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ,  ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა კარლ ჰარცელის შესახებ, რომელმაც ევროკავშირის ელჩის პოზიციაზს თავისი დიპლომატიური მისია საქართველოში ცოტა ხნის წინ დაასრულა.

იტვირთბა....