[su_quote]ოდესის დაბომბვა, რასაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული შეთანხმების გაფორმებიდან მხოლოდ ერთ დღეში ჰქონდა ადგილი, წარმოადგენს ძალადობის აქტს, რომელიც აუცილებლად უნდა დაიგმოს. ეს აჩვენებს, რომ რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას და არც მომარაგებასთან დაკავშირებულ სიტუაციას[/su_quote]
ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოდესის ოლქზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
ცნობისთვის, რუსებმა ოდესის პორტი მას შემდეგ დაბომბეს, რაც გუშინ, უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით.