უკრაინის ქალაქ ოდესაში ორი რაკეტა ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” ავრცელებს. არსებული ცნობით, რუსებმა დარტყმა მიაყენეს ნავსადგურის ინფრასტრუქტურას, რომელიც მნიშვნელოვანი ტერმინალია შავ ზღვაზე. შედეგად, ოდესის პორტში ხანძრის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
“ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ორი კი პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმა მარცვლეულის ექსპორტის განახლების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე დღეს მოხდა.
“თუ 22 ივლისს გაფორმებული შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ჩაიშლება, რუსეთს დაეკისრება სრული პასუხისმგებლობა მსოფლიო სასურსათო კრიზისის გამო“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებაში.