უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. არსებული ცნობით, დოკუმენტს დღეს თურქეთთან და გაეროსთან ხელს რუსეთიც მოაწერს.
უკრაინული მედიის ცნობით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ კრაინულ მხარეს რჩება ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტების კონტროლი, რომლის მეშვეობითაც მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდება.
“გარდა იმ გემებისა, რომლებმაც მარცვლეულის და მასთან დაკავშირებული სხვა საკვები პროდუქტების და სასუქების ექსპორტი უნდა განახორციელონ, სხვა გემების ყოფნას ამ პორტებში დოკუმენტი არ ითვალისწინებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის მხრიდან შეთანხმებას ხელი ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდ კუბრაკოვმა, თურქეთის მხრიდან თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა, ხოლო გაეროდან რგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მოაწერეს.
რაც შეეხება რუსულ მხარეს, მას თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ წარმოადგენს, თუმცა, მათი მხრიდან უშუალოდ უკრაინასთან დოკუმენტის ხელმოწერა არ იქნება.