ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსული ატომური წყალქვეშა ნავი “Дмитрий Донской” მწყობრიდან გამოვიდა

მსოფლიოში ყველაზე დიდი რუსული ატომური წყალქვეშა ნავი “Дмитрий Донской”, რომლის შეიარაღებაშიც ბალისტიკური რაკეტებია, მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ რუსული სააგენტო “РИА Новости” წყაროზე დაყრდნობით წერს.

არსებული ცნობით, წყალქვეშა ნავი ჩამოწერილია და ის რუსეთის ფლოტის შემადგენლობაში აღარ ირიცხება.

როგორც სამხედრო ექსპერტი ალექსეი სუკოტნიკი NEWS.ru-სთან ინტერვიუში აცხადებს, ამის მიზეზი ექსპლუატაციის ყველანაირი ვადის ამოწურვაშია. ამასთან, სუკოტნიკი აღნიშნავს, რომ კრეისერის მომსახურება ძალიან ძვირი ჯდებოდა და ასევე, რუსეთი სპეციალური ბურჯების ნაკლებობას განიცდიდა.

“დმიტრი დონსკოი” 1980 წელს გამოუშვეს, 2002 წელს კი მას მოდერნიზაცია და გადაიარაღება ჩაუტარდა.

იტვირთბა....