ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“არასდროს მიგრძვნია თავი ისე კარგად, როგორც ახლა” – ზელენსკის მიმართვა

არასდროს მიგრძვნია თავი ისე კარგად როგორც ახლა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რითი გავრცელებულ “ფეიქებს” გამოეხმაურა.

კონკრეტულად მისი თქმით, რუსეთმა გაავრცელა სიყალბე, რომ ზელენსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაში იმყოფება.

“დღეს რუსეთმა მორიგი სიყალბე გაავრცელა, რომ უკრაინა არ იმართება პრეზიდენტ ზელენსკის მიერ და ის იმყოფება საავადმყოფოში, უფრო კონკრეტულად კი რეანიმაციაში. ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ვიმყოფები კაბინეტში. არასდროს მიგრძვნია თავი ისე კარგად როგორც ახლა. ცუდი ამბავია მათთვის ვინც ასეთ “ფეიქებს” ავრცელებს. მე მარტო არ ვარ, ჩვენ 40 მილიონი ვართ. ასაკისადმი მთელი პატივისცემით 44 არ არის 70. დიდება უკრაინას”, – აცხადებს ზელენსკი.

იტვირთბა....