aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეგნანი: შოკირებული ვიყავი ელჩი ჰარცელის მისამართით გაკეთებული კომენტარების მოსმენისას

შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით. ისეთი უპატივცემულობაა ადამიანის მიმართ, რომელიც ამდენად ბეჯითად მუშაობდა ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ძნელი წარმოსადგენია ვინმე, ვინც მეტი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად მის ევროპულ გზაზე აქ მუშაობის პერიოდში. მე სრულად ვუჭერ მხარს იმას, თუ რამდენად ბეჯითად ცდილობდა საქართველოს დახმარებას. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ელჩის მიერ შესრულებული ძალიან კარგი სამუშაო. მან შესანიშნავი მესიჯი დაუტოვა საქართველოს მოსახლეობას და აღწერა თუ რამდენად სასიამოვნო იყო მისთვის საქართველოში ყოფნა
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ცნობით, აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა იმ კომენტარის შეფასებისას, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმა გააკეთეს ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მისამართით.

შეგახსენებთ, კარლ ჰარცელმა საქართველოში თავისი ოთხწლიანი დიპლომატიური მისია დაასრულა. 

ამავე თემაზე: “ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში” – ირაკლი კობახიძე

ამავე თემაზე: “ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო – სამხარაძე” – ნიკოლოზ სამხარაძე

იტვირთბა....