ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბერნსი: რუსეთმა დონბასში უმნიშვნელო წინსვლისთვის 15 ათასი სამხედრო დაკარგა, 45 ათასი კი დაშავდა

აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, დონბასში რუსეთის არმიის დანაკარგები გაცილებით დიდია, ვიდრე მიღწეული შედეგები.

“დონბასისთვის ბრძოლაში რუსეთმა დაახლოებით 15 ათასი სამხედრო დაკარგა, 45 ათასი კი დაშავდა და ყველაფერი ეს მოხდა ძალიან უმნიშვნელო წინსვლისთვის – 10-დან 15 კილომეტრამდე”, – აღნიშნავს ბერნსი.

მისი თქმით, პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა და ომის დაწყებამდე, სიტუაცია სწორად ვერ შეაფასა.

“პუტინი შეცდა მის ვარაუდებში ალიანსის გახლეჩასთან და და უკრაინელების ნების გატეხასთან დაკავშირებით ომის დაწყებამდე და ვფიქრობ ის ახლაც ცდება”, – აცხადებს ბერნსი.

იტვირთბა....