ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად და პრეზიდენტის გასაკრიტიკებლად გამოიყენა

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა.

“თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება, მინდა მოგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები, ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ, საქართველოსი.”, – თქვა გოგი თოფაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა პრეზიდენტის მოხსენების საპასუხოდ, საპარლამენტო ფრაქციათა თავმჯდომარეების გამოსვლებით განახლდა.

იტვირთბა....