საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში კრიტიკული ვითარებაა. სახანძრო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ვინაიდან, დღეს საკმაოდ ძლიერი ქარი ქრის და ცეცხლი ლაკონიის, ფთიოტიდასა და არტას ტერიტორიებზე სწრაფად გავრცელდა.
ლაკონიაში, კერძოდ, სკალაში, ქარის ძალა 7 ბალს აღწევს, ადგილზე 54 მეხანძრე, ორი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი მუშაობს.
ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ხანძარი დასახლებულ პუნქტებს ჯერჯერობით არ ემუქრება.

