ახალი ამბები ბიზნესი მსოფლიო

ევროკავშირი რუსულ ბანკებს სანქციებს შეუმსუბუქებს, რათა სურსათით ვაჭრობა დაუშვას – Reuters

ევროკავშირი რუსულ ბანკებს სანქციებს შეუმსუბუქებს, რათა სურსათით ვაჭრობა დაუშვას, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, აღნიშნულმა სანქციებმა გარკვეული სახის დეფიციტი შექმნა.

“ეს ნაბიჯი მოდის აფრიკის ლიდერების კრიტიკის ფონზე ვაჭრობაზე სანქციების ნეგატიური გავლენის შესახებ, რამაც შესაძლოა გააძლიერა დეფიციტი, რომელიც ძირითადად გამოწვეული იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრითა და შავ ზღვაში პორტების ბლოკადით”, – წერს მედია.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბური ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....