ახალი ამბები მედია მთავარი

მხოლოდ სასამართლოს შემდეგ: მაკა ასათიანი პირველ კომენტარს აკეთებს

ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთმა მფლობელმა მაკა ასათიანმა ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გაავრცელა:

“მიუხედავად უდიდესი გულისტკივილისა, დაუმსახურებელი შეფასებებისა, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, არ მსურს, რაიმე ფორმით ვისაუბრო უგნურ ბრალდებებზე და ტყუილებზე, რომელიც მე უზარმაზარ შეურაცხყოფას მაყენებს. არ მინდა გადავღალოთ საზოგადოება, ვითომდა, პარტნიორთა შორის არსებული დაპირისპირებით.

მიმაჩნია, რომ ასე განვითარებული მოვლენები შესაძლოა ემსახურებოდეს „მაესტრო“-ს იმიჯის შელახვის უგნურ მცდელობას, რაშიც არ ვაპირებ არანაირი ფორმით მონაწილეობის მიღებას. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით სასამართლოში უკვე მიმდინარეობს განხილვები. შესაბამისად სასამართლოს დასკვნები უკეთ მოჰფენს ნათელს ჩემს დადებით თუ უარყოფით როლს ტელეკომპანიის განვითარებაში. რა ფორმითაც არ უნდა გაგრძელდეს ბრალდებები და შეურაცხყოფა ჩემს მიმართ, ისევ და ისევ ტელეკომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე არ ჩავერთვები პოლემიკაში, არ ვაპირებ არც თავის მართლებას და არც ვინმეზე შეტევას. შესაბამის საჯარო კომენტარებს მხოლოდ სასამართლოს შეფასებების შემდეგ გავაკეთებ”.

იტვირთბა....