გაერთიანებული სამეფო ქუვეითში საჰაერო თავდაცვის სისტემას განათავსებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა.
პრემიერის ოფისის ცნობით, კირ სტარმერმა ეს საკითხი უკვე განიხილა ქუვეითის ამირთან, შეიხ მეშალ ალ აჰმად ალ საბაჰსთან.
„პრემიერ-მინისტრმა, უპირველესად, მკაცრად დაგმო ქუვეითის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე ღამით განხორციელებული უპასუხისმგებლო თავდასხმა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო ქუვეითისა და სპარსეთის ყურეში ყველა ჩვენი მოკავშირის გვერდით დგას“, – აღნიშნეს სტარმერის ოფისში.
საჰაერო თავდაცვის სისტემა Rapid Sentry, რომლის განლაგებასაც ბრიტანეთის მთავრობა ქუვეითში აპირებს, სპეციალურად დრონის საფრთხეების განეიტრალებაზეა მორგებული.

