აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოსა ინტერესებთან არაფერი აქვთ საერთო იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ” – კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე

არავის უკვირს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, ისინი ნომრიანი აგენტები არიან, – ამის შესახებ  კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, როდესაც შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ნიდერლანდების პარლამენტისადმი მიმართვა.

კახა კალაძის თქმით, ამ ადამიანებს, ვინც მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, საქართველოს ინტერესებთან საერთო არ გააჩნიათ.

„ეს ადამიანები ნომრიანი აგენტები და მოღალატეები არიან. ყველამ ვიცით ეს სისტემა როგორ მუშაობს – ისინი ქვეყნის გარედან ფინანასდებიან იმისთვის, რომ თავიანთ პატრონებს ემსახურონ და იყვნენ მოღალატეები. არავის უკვირს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, ხან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვენ, ხან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გაუქმებას და ა.შ. მათ ქართველებსაც ვერ ვუწოდებ. სწორედ ეს მოღალატეები ჩადიოდნენ ბრიუსელში, კაბინეტებში დარბოდნენ და თავადაც არ მალავდნენ, რომ ამით იყვნენ დაკავებული.

შესაბამისად, ის, რომ მათ დღეს ქართულ საზოგადოებაში არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, განულებული და გაფარჩაკებულები არიან, თავიანთი გადადგმული ნაბიჯების შედეგად მიიღეს. ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს, ვინ ვის ემსახურება. ერთი რამ ცხადია, რომ საქართველოსთან და ქართველების ინტერესებთან ამ ადამიანებს არანაირი საერთო არ აქვთ”, – აღნიშნა კალაძემ.

იტვირთბა....