აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქუვეითში აცხადებენ, რომ ირანი ქვეყნის ელექტროსადგურსა და წყლის გამტკნარების ქარხანას თავს დაესხა

ირანმა თავდასხმა განახორციელა ქუვეითში ელექტროსადგურსა და წყლის გამტკნარების ქარხანაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ქუვეითის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქარხნის ზოგიერთი კომპონენტი „მატერიალურად დაზიანდა“. საგანგებო სიტუაციების ჯგუფებმა ადგილზე მუშაობა „დაუყოვნებლივ“ დაიწყეს.

„ელექტროენერგიისა და წყლის სისტემის უსაფრთხოება და სტაბილურობა უმთავრესი პრიორიტეტია“, – აღნიშნულია ქუვეითის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....