ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე შიო: თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე საკითხი – იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი

[su_quote]თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე აი, ეს საკითხი – იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი, რომელიც მაძლევს საშუალებას, ვიარსებო და ვიცხოვრო. სამწუხაროდ, ბევრი ირჩევს აი, ამ გერგესეველთა სულს, განწყობას, ძალიან ხშირად ის ბატონობს ჩვენთან. ეს არის საშინელი სული ამ გერგესეველთა, რომელიც სპობს ყოველგვარ სულიერ ღირებულებებს და ფასეულობებს. შედეგად, ადამიანის ცხოვრება შეიძლება გადაიქცეს მუდმივად აი, ამ ღორების ჯოგის მოვლა-პატრონობასა და დაცვაში, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რაც შეიძლება შევადაროთ აი, ამ ღორების კოლტს, რომელსაც იგი ყველაზე მეტად უფრთხილდება ამ ცხოვრებაში და რაც შეიძლება გახდეს ჩვენსა და ღმერთს შორის დიდი უფსკრულის მიზეზი. უფალი არასდროს აკლებდა და არ აკლებს ადამიანს მატერიალურ სიკეთეს, არასდროს აკლებდა არსებობის საშუალებას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ „პირველად ეძიებდეთ ღმერთის სასუფეველს და ეს ყველაფერი მოგეცემათ“. ჭეშმარიტად, მოგვეცემა, ყოველთვის ასე ყოფილა, მაგრამ მთავარია, ამას ვეძებდეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, აი, ეს გერეგესეველთა სული ძალიან მძლავრობს და ძალიან იშვიათია ადამიანები, მათ შორის, ვინც თავის თავს ქრისტიანსაც უწოდებს, რომელთათვისაც პირველადია ძიება სასუფევლისა ღვთისა და შემდეგ ეს ყველაფერი მატერიალური[/su_quote]

ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი)სულთმოფენობიდან მეხუთე კვირას ქადაგებისას განაცხადა.

 

იტვირთბა....